საქართველოს ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას გუნდი ხელს მოაწერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს. ამის შესახებ ამ გუნდის ერთ-ერთმა და პარლამენტის მოქმედმა წევრმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
"ფაქტია, რომ პოლიტიკოსების ორივე მხარის უპასუხისმგებლო ქმედებებმა, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა ჩიხში შეიყვანა. აქედან უდანაკარგო გამოსავალი, უბრალოდ, აღარ არსებობს. სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმის ხელმძღვანელობაში ბრალდებული ადამიანის მიმართ კანონის არათანმიმდევრული აღსრულებით და პარტიაში შევარდნის გზით, საქმე აქციეს პოლიტიკური შეთანხმების ნაწილად, რითაც შექმნეს ძალადობის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მეტად სახიფათო პრეცედენტი. პოლიტიკოსების ამ უპასუხისმგებლობამ ჩვენი პარტნიორები იძულებული გახადა პირდაპირ ქვეყნის შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩართულიყვნენ. დღეს კრიზისის განმუხტვა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალი პერსპექტივისთვის... ამ ფონზე რადიკალიზმის გაგრძელება შეუძლებელია", - თქვა ხოჯევანიშვილმა.
ასევე ნახეთ რა წერია პრეზიდენტ მიშელის ახალ წინადადებაში არჩევნებსა და პატიმრებთან დაკავშირებითშეთანხმების დოკუმენტს ხელს აწერს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად პარლამენტში შესული ყველა პარტია, გარდა "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოსი". ამ პარტიების სიით მოხვედრილი დეპუტატებიდან ხელი შეთანხმებას ინდივიდუალურად მოაწერეს სალომე სამადაშვილმა, დავით ბაქრაძემ, არმაზ ახვლედიანმა.