ნინუცა მაყაშვილი: ჩემი თვითმიზანი არ არის ყოფილი ქმრის დაპატიმრება
Your browser doesn’t support HTML5
33 წლის მსახიობი, ნინუცა მაყაშვილი, ყოფილ ქმარს. რუსთაველის თეატრის მსახიობ ბესო ზანგურს, ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ის 11 წლის წინ, წელიწადნახევრის განმავლობაში, სისტემატური ძალადობის მსხვერპლი იყო. ამბობს, რომ ქმარი სცემდა მაშინაც, როდესაც ის ორსულად იყო. 14 აპრილს, ნინუცა მაყაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, მსახიობის გამოკითხვის შემდეგ გადაწყდება, დაიწყება თუ არა გამოძიება ოჯახში ძალადობის საქმეზე. ნინუცა მაყაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს, რადგან მისი თვითმიზანი არ ყოფილა ყოფილი ქმრის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა.