კაკო პაპას ტიტები წელს ძლიერმა მზემ მთლიანად გაანადგურა
Your browser doesn’t support HTML5
გურჯაანში, სოფელ კოლაგში მცხოვრები 64 წლის მეყვავილე კაკო ჯეირანაშვილი წელს კლიმატურმა პირობებმა დააზარალა. ამბობს, რომ სიცივეების შემდეგ უეცრად ჰაერის ტემპერატურა 27 გრადუსამდე გაიზარდა რამაც მისი ტიტები თითქმის სრულად გაანადგურა. ყვავილს გარშემო შავი ზოლები გაუჩნდა, რაც მისი გაყიდვის ალბათობას ამცირებს. კაკო ჯეირანაშვილის შესახებ რადიო თავისუფლებამ პირველად გასული წლის აპრილში გიამბოთ. მაშინ მეყვავილე ტიტებს კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემდეგ ვეღარ ყიდდა.