აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო მდინარე ენგურის გადალახვით საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას 4 ადამიანის ტრაგიკული სიკვდილის პოლიტიკური დივიდენდებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას.
დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოში ეს ტრაგიკული მოვლენა იქცა ისტერიის და პოლიტიკური სპეკულაციების მორიგ საბაბად“, ხელისუფლება და მისი პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ ყალბი პატრიოტიზმის ჩვენებას და ისევ უსაფუძვლო ბრალდებებით თავს ესხმიან რუსეთს.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო უადგილოდ მიიჩნევს თბილისის მიერ პოლიტიზების მცდელობებს და ადამიანების ტრაგიკული სიკვდილით იაფი პოლიტიკური დივიდენდების მიღებას და აფხაზეთის „სასაზღვრო რაიონებში“ მცხოვრებთ მოუწოდებს, „სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთონ დადგენილ გამშვებ პუნქტებში“.
ასევე ნახეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ენგურის გადმოკვეთისას 3 მოქალაქის დაღუპვაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს7 აპრილს, მაშველებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონასთან ოპოვეს ადიდებულ მდინარე ენგურში დამხრჩვალი 4 ადამიანი. ისინი ენგურის გავლით ცდილობდნენ ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას.
8 აპრილს ზუგდიდიდან ოკუპირებულ აფხაზეთში გადაასვენეს ორი დაღუპული, 62 წლის თამაზ ბასლანძე და 30 წლის თამუნა ცატავა. კიდევ ორ დაღუპულს, ცოლ-ქმარ მაყვალა გამისონიას და ელგუჯა გვალიას დღეს გადაასვენებენ.
ასევე ნახეთ გალში გადაასვენეს ენგურის გავლით საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას დაღუპული კიდევ ერთი მოქალაქეაფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება რეგიონის მცხოვრებთ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადასვლის უფლებას სპეციალური „საშვით“ აძლევს მხოლოდ ენგურის ხიდთან მდებარე ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით. ე.წ. საზღვრის სხვა მონაკვეთები დაკეტილია. აფხაზეთიდან სამეგრელოს რეგიონში ენგურის ხიდის გავლით ჩასული მოქალაქეები 5 დღით კარანტინში გადაჰყავთ.
ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებნი ე.წ. საზღვრის დაკეტვის გამო, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას და უკან დაბრუნებასაც უკვე წლებია, პერიოდულად, მალულად ცდილობენ მდინარე ენგურის გავლით. მსგავსი მცდელობა ტრაგედიით არაერთხელ დასრულდა.