ენგურის სანაპიროზე მეოთხე გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში, მდინარე ენგურის სანაპიროზე იპოვეს მეოთხე გარდაცვლილი მოქალაქის ცხედარი. ინფორმაციას მისი ნათესავები ავრცელებენ.

დღეს, 7 აპრილს, მაშველებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ენგურიდან ამოასვენეს სამი მოქალაქის ცხედარი.

შამგონა ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფლებს, სიდას და თაგილონს ესაზღვრება.

ასევე ნახეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ენგურის გადმოკვეთისას 3 მოქალაქის დაღუპვაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებნი დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვრის დაკეტვის გამო, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას და უკან დაბრუნებასაც პერიოდულად ცდილობენ მდინარე ენგურის გადაცურვით. მსგავსი მცდელობა ტრაგედიით არაერთხელ დასრულდა.