"მთავარია, თუ როგორ მოკვდები და რის ჩადენას მოასწრებ" - გურამ დოჩანაშვილი ეკლესიიდან ტაშით გააცილეს
გურამ დოჩანაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი ორი დღის განმავლობაში სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობდა.
გურამ დოჩანაშვილის მეუღლე ნათელა სეფიაშვილი. მწერალმა მომავალი მეუღლე უნივერსიტეტში სწავლისას გაიცნო. მათ 1964 წელს იქორწინეს.
თაყვანისმცემლები, მეგობრები, ახლობლები და უცნობები მწერალს ბოლო გზაზე აცილებენ.
მეუფე შიომ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილი წაიკითხა და გურამ დოჩანაშვილის სულისთვის ილოცა.
კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი გურამ დოჩანაშვილის დაკრძალვაზე.
გურამ დოჩანაშვილის ქალიშვილი ქეთი დოჩანაშვილი მწერლის დაკრძალვის დღეს.
გურამ დოჩანაშვილის ყველაზე გამორჩეული ნაწარმოებებია „სამოსელი პირველი“, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, „ვატერ(პო)ლო ანუ აღდგენითი სამუშაოები“.
სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში.
ოპოზიციური პარტიის "ლელოს" ლიდერები გურამ დოჩანაშვილის დაკრძალვაზე.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი თეა წულუკიანი უსამძიმრებს მწერლის მეუღლეს.
მწერალი ეკლესიიდან ტაშით გააცილეს.
სამგლოვიარო პროცესიის დაწყებამდე მძღოლი მწერლის ფოტოს სარიტუალო ავტომობილზე ამაგრებს.
გურამ დოჩანაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალეს.
მწერალი 3 აპრილს 82 წლისა გარდაიცვალა. ის 1939 წლის 26 მარტს თბილისში დაიბადა.