საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველი ეროვნული მასშტაბის საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევა ჩაატარა. ის მოიცავს პარტიების პოლიტიკურ რეიტინგს.
შეკითხვაზე, თუ არჩევნები ჩატარდება კვირას, რომელ პარტიას (თუკი ასეთი არის) მისცემდით ხმას? შედეგები ასე გადანაწილდა:
- „ქართული ოცნება“ – 35%;
- ენმ - „ძალა ერთობაშია“ – 18%;
- „ევროპული საქართველო“ - დავით ბაქრაძე/გიგა ბოკერია - 3%;
- „სტრატეგია აღმაშენებელი“ - გიორგი ვაშაძე – 3%;
- „გირჩი“ - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 2%;
- „პატრიოტთა ალიანსი“ - დავით თარხან-მოურავი/ირმა ინაშვილი - 2%;
- „ლეიბორისტული პარტია“ - შალვა ნათელაშვილი - 2%;
- „მოქალაქეები“ - ალეკო ელისაშვილი;
- „ლელო“ - მამუკა ხაზარაძე/ბადრი ჯაფარიძე - 1%;
- სხვა - 1%
- არცერთი - 10%;
- პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა - 5%;
- არ იცის პასუხი - 15%.
ამავე გამოკვლევაში „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ფაქტობრივად თანაბრად გადანაწილდა პროცენტული მაჩვენებელი, როდესაც საქმე ეხება ამომრჩეველს, რომელიც ამა თუ იმ პარტიას არ მისცემს ხმას.
შეკითხვაზე, რომელ პარტიას (თუკი ასეთი არის) არ მისცემდით ხმას არცერთ შემთხვევაში? (რესპონდენტებს შეუძლიათ რამდენიმე პასუხის გაცემა)
- „ქართული ოცნება“ – 27%;
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 26%;
- „პატრიოტთა ალიანსი“ - დავით თარხან-მოურავი/ირმა ინაშვილი - 9%;
- „გირჩი“ - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 8%;
- „ერთიანი საქართველო“ - ნინო ბურჯანაძე - 8%;
- „ლეიბორისტული პარტია“ - შალვა ნათელაშვილი - 5%;
- „მოქალაქეები“ - ალეკო ელისაშვილი - 5%;
- „ევროპული საქართველო“ - დავით ბაქრაძე/გიგა ბოკერია - 5%;
- „სამართლიანობისთვის“ - ეკა ბესელია - 4%;
- „ლელო“ - მამუკა ხაზარაძე/ბადრი ჯაფარიძე - 3%;
- „სტრატეგია აღმაშენებელი“ - გიორგი ვაშაძე – 2%;
- სხვა - 1%
- არავინ - 6%
- არ იცის პასუხი - 26%.
მეთოდოლოგია
გამოკვლევა კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით.
შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად.
ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.
17 სექტემბერს გამოქვეყნებული IRI-ის გამოკვლევის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ – 36% უჭერდა მხარს, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 15.
2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ცესკო-ს საბოლოო შედეგების მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ" აიღო ხმების 48.22%, საარჩევნო ბლოკმა ენმ - „ძალა ერთობაშია" - 27,18%.