საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, საქართველოში ვადამდელი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით მოსახლეობის აზრი გაყოფილია. კვლევა ორგანიზაციამ დღეს გამოაქვეყნა.
კითხვაზე, უჭერთ თუ არა ოპოზიციის მოთხოვნას მხარს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე, მოსახლეობის აზრი ასე ნაწილდება:
- ნამდვილად კი - 25%;
- გარკვეულწილად კი - 20%;
- გარკვეულწილად არა - 12%;
- ნამდვილად არა - 33%;
- არ ვიცი / უარი პასუხზე - 9%.
მონაცემების დაჯამების შემთხვევაში ოპოზიციის ამ მოთხოვნის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა ნაწილი ერთნაირია (45-45 პროცენტი).
ამავე კვლევის მიხედვით, კითხვაზე, უჭერთ თუ არა მხარს ოპოზიციის ბოიკოტს პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით, პასუხები ასე გადანაწილდა:
- ნამდვილად კი - 15%;
- გარკვეულწილად კი - 11%;
- გარკვეულწილად არა - 18%;
- ნამდვილად არა - 42%;
- უარი პასუხზე - 14%.
ოპოზიციის დიდი ნაწილი ამ დრომდე არ ეთანხმება 2020 წლის ოქტომბერში ჩატარებული არჩევნების შედეგებს და უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე. მათი მთავარი მოთხოვნაა, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები.
მეთოდოლოგია
გამოკვლევა კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა IPM მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით.
შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად.
ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.
17 სექტემბერს გამოქვეყნებული IRI-ის გამოკვლევის მიხედვით, „ქართული ოცნება“ – 36% უჭერდა მხარს, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 15.
2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ცესკო-ს საბოლოო შედეგების მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ" აიღო ხმების 48.22%, საარჩევნო ბლოკმა ენმ - „ძალა ერთობაშია" 27,18%.