ბულგარეთში 4 აპრილს საპარლამენტო არჩევანები ჩატარდა. გამოკითხვებით, ხმების დაახლოებით 25 პროცენტით, პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის, მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტია GERB იმარჯვებს.
კვლევითი ცენტრის, Alpha Research-ის თანახმად, ოპოზიციური სოციალისტური პარტია მეორე ადგილზე შეიძლება გავიდეს ხმების 17.6 პროცენტით. ანტისამთავრობო გამოსვლების მონაწილე პარტია "არის ასეთი ხალხი", რომელსაც ტელევიზიის წამყვანი სლავი ტრიფონოვი უდგას სათავეში, მესამე ადგილზე გავიდა 15.2 პროცენტით.
დანარჩენი ორ საპროტესტო პარტია - "თურქული მოძრაობა უფლებებისა და თავისუფლებებისთვის" (DPS) და ნაციონალისტური "ბულგარული ეროვნული მოძრაობა" (IMRO) - ასევე მოიპოვებენ ადგილებს 240 ადგილიან პარლამენტში.
ახლა, როცა GERB-ის მხარდაჭერა შემცირდა 2017 წლის შედეგთან შედარებით, ბორისოვი რთული ამოცანის წინაშე იქნება, ჩამოაყალიბოს კოალიცია, რათა კიდევ ერთი ოთხწლიანი მანდატის მოპოვება შეძლოს.
61 წლის ბორისოვი, ათ წელიწადზე მეტია, დომინირებს ბულგარეთის პოლიტიკაში და პოლიტიკური ჯგუფების უმრავლესობამ უარი განაცხადა GERB-თან პირდაპირ თანამშრომლობაზე.
ტრიფონოვმა გამორიცხა კოალიცია GERB-თანაც და სოციალისტებთანაც. ემილია ზანკინამ, ბულგარელმა ექსპერტმა და Temple University-ის „რომის კამპუსის“ დეკანმა, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ბორისოვი, დიდი ალბათობით, შექმნის "მცურავ უმრავლესობას" ერთმანეთთან "იდეოლოგიურად შეუთავსებელ" პარტიებს შორის, რაც მიგვიყვანს გამუდმებულ ვაჭრობამდე ყველა საკითხთან დაკავშირებით. "სტაბილური მთავრობის ფორმირება თითქმის შეუძლებელი გახდება", განაცხადა ზანკინამ. "მე არა მგონია, რომ ამ მთავრობამ დიდხანს იარსებოს", ამბობს ზანკინა.