თურქმენეთში სენატორთა არჩევნებში ამომრჩევლებს მხოლოდ ორი საათი მიეცათ კენჭისყრისთვის

თურქმენეთში ტარდება ახალშექმნილი სენატის პირველი არჩევნები. 48 ადგილისთვის იბრძვის 112 კანდიდატი. მათ შორის არ არის არცერთი ოპოზიციონერი.

თურქმენეთი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უფრო რეპრესიულ ქვეყნად ითვლება. ქვეყნაში მეფობს 63 წლის ავტორიტარი მმართველის, პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუხამედოვის პიროვნების კულტი. განსხვავებული აზრი არ დაიშვება, მედია სახელმწიფოს მკაცრ კონტროლს ექვემდებარება.

5,8-მილიონიან ქვეყანაში ამომრჩევლებს 28 მარტს მხოლოდ ორი საათი მიეცათ ხმის მისაცემად.

კენჭისყრიდან რამდენიმე საათში ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მასში საარჩევნო ხმის უფლების მქონეთა 98,7%-მა მიიღო მონაწილეობა.

უცხოელი დამკვირვებლები არჩევნებზე არ დაიშვებოდნენ.

თურქმენეთის ახალ ორპალატიან პარლამენტში 56 სენატორი და 125 დეპუტატი იქნება. გარდა 48 სენატორისა, რომლებიც კენჭისყრამ უნდა გამოავლინოს, ბერდიმუხამედოვი კიდევ რვა სენატორს შეარჩევს საკუთარი სურვილის მიხედვით.