NCDC აქვეყნებს რეკომენდაციებს ვაქცინის პირველი დოზით აცრილთათვის

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა რეკომენდაციათა ჩამონათვალი იმ პირებისთვის, ვინც კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის პირველი დოზით აიცრა.

როგორც „ასტრაზენეკას“, ისე „ფაიზერის“ პირველი დოზით აცრილებს NCDC მოუწოდებს, დაიცვან შემდეგი წესები:

  • ატაროთ პირბადე ღია და დახურულ სივრცეეებში;
  • დაიცვათ სულ მცირე 1 მეტრი დისტანცია;
  • თავი აარიდოთ ხალხმრავალ შეკრებებს;
  • მოგზაურობისას გაითვალისწინოთ დაწესებული შეზღუდვები;
  • სიმპტომების შემთხვევაში გაიკეთოთ COVID-19 ტესტირება.

ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ აცრა ორი ვაქცინითაა შესაძლებელი - „ასტრაზენეკათი“ და „ფაიზერით“.