თბილისის მერიის ცნობით, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, ბაგებისა და კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში მეწყრული ზონა გამოვლინდა, რის გამოც საჭირო გახდა პრევენციული ზომების მიღება.
როგორც მერია აცხადებს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უსაფრთხოების მიზნით, დღეს, 25 მარტს, 21:00 საათიდან, 26 მარტის 08:00 საათამდე, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, ბაგებისა და კაკლების დასახლების გადასახვევამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.