პარლამენტის კულტურის კომიტეტს ელისო ბოლქვაძე უხელმძღვანელებს

საქართველოს პარლამენტის ახლადშექმნილი კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ დეპუტატი, პიანისტი ელისო ბოლქვაძე აირჩიეს. თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ ელისო ბოლქვაძეს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზაციისა და ორ უწყებად ჩამოყალიბების პარალელურად, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტიც ორ ნაწილად გაიყო.

კულტურის კომიტეტი პარლამენტში მოქმედი რიგით მეთექვსმეტე კომიტეტი იქნება.