გიორგი ვაშაძე: კრისტიან დანიელსონის დარჩენა ნიშნავს, რომ ვერავინ გაექცევა შეთანხმებას

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის საქართველოში დარჩენა პოზიტიური ამბავია. ამის შესახებ მან დღეს დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

"კარგი ამბავია, რომ ბატონი დანიელსონი შეეცდება მანამ იყოს საქართველოში, სანამ შეთანხმება არ მოხდება. ეს არის ერთი კარგი. რომ გითხრათ, რომ დღეს რაიმე კუთხით წავიწიეთ წინ, ასე არ არის... მისი დარჩენა ნიშნავს, რომ ვერცერთი მხარე ვერ გაექცევა შეთანხმებას", - განაცხადა ვაშაძემ.

ასევე ნახეთ იოსელიანი: მართლმსაჯულების რეფორმის ვადამდელი არჩევნებისთვის გადაყოლება არ არის სწორი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი კიდევ ერთი დღით დარჩება თბილისში, რათა, მისი თქმით, მმართველ პარტიას და ოპოზიციას დაეხმაროს პოზიციების დაახლობაში და შესაძლებელი გახდეს შეთანხმების მიღწევა. ვროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა.