ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის მეოთხედფინალში სენსაციური გამარჯვბა მოიპოვა. 29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირს გამოთიშა თანამედროვე მსოფლიოს ჩოგბურთის ლეგენდა, შვეიცარიელი როჯერ ფედერერი.
წაგებული პირველი სეტის (3:6) შემდეგ ბასილაშვილმა საერთო ანგარიში ისე გაათანაბრა, მეტოქეს მხოლოდ ერთი გეიმი დაუთმო - 6:1, გადამწყვეტ სეტში კი ჯერ მატჩბოლი გადაარჩინა, ხოლო მერე სათავისოდ შეატრიალა ანგარიში და საბოლოო გამარჯვება მეთორმეტე გეიმში გაიფორმა - 7:5.
დოჰის ტურნირზე, როჯერ ფედერერთან დაპირისპირებამდე, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიელ ჯონ მილმენს (2:6 6:4 6:2) და ტუნისელ მალიკ ჯაზირს (6:2 6:2) მოუგო, ნახევარფინალში კი ამერიკელ ტეილორ ფრიტცს შეხვდება.
2020 წლის 21 მაისს, ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საფუძველზე (სსკ-ის 126¹-ე მუხლი) დააკავეს. მას ბრალი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა.
ასევე ნახეთ ბასილაშვილის საქმე: წინასასამართლო სხდომიდან არსებით განხილვაზეჩოგბურთელი 2020 წლის 24 მაისს სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.