ლევან მამალაძის განცხადების შემდეგ ნოდარ მელაძეს შესთავაზეს სახელმწიფო დაცვა

ნოდარ მელაძე

„ტვ პირველის" მთავარი პროდიუსერის ნოდარ მელაძის განცხადებით, გამოძიება დაიწყო ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის ლევან მამალაძის განცხადების საფუძველზე, რომელშიც მან ილაპარაკა ჟურნალისტების ლიკვიდაციის სავარაუდო გეგმის შესახებ.

როგორც მელაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, მას და „ტვ პირველის" ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს გამომძიებელმა სახელმწიფო დაცვის დანიშვნა შესთავაზა.

„ქრონიკაში“ 8 საათზე გასულ ლევან მამალაძის ინტერვიუსთან დაკავშირებით, სადაც საუბარი იყო ჩემი და მაკა ჩიხლაძის სიცოცხლის ხელყოფის შესახებ სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებით. გვითხრეს, რომ გამოძიება დაიწყო, გვითხრეს, რომ მზადყოფნას გამოთქვამენ, დაგვინიშნონ სახელმწიფო დაცვა. გვკითხეს, ხო არ გინდათ სახელმწიფო დაცვა? ჩვენ ვუთხარით, რომ იურისტებთან გავივლით კონსულტაციას და ვუპასუხებთ, მერე ჩვენ ჩავეკითხეთ გამომძიებელს, რომელმაც დამირეკა, ჩვენი დაკითხვა იგეგმება თუ არა, მიპასუხა, რომ ჯერჯერობით - არა. თუკი ჩვენი დაკითხვა იქნება, აუცილებლად მივიტანთ „ქართული ოცნების“ იმ აქტივისტების და ოფიციალური პირების მუქარისშემცველ წერილებს, რომელსაც აგზავნიან ჩვენ მიმართ. იმედი მაქვს, მათაც სამართლებრივ პასუხისგებაში მიაქცევენ ამის გამო", - თქვა მელაძემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

ლევან მამალაძემ „იმედის" ეთერში თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი გეგმავენ საქართველოში ჟურნალისტების მკვლელობას. როგორც ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ამბობს, მას ინფორმაცია უკრაინული წყაროდან აქვს.