ევროკავშირს უკვე მარტში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციების გაფართოება შეუძლია

ჟოზეპ ბორელი

ევროპის კავშირის ახალი მექანიზმის ძალაში შესვლის შემდეგ ბრიუსელს შეუძლია ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევებისთვის სანქციების დაწესება მთელ მსოფლიოში. DPA-ზე დაყრდნობით Deutsche Welle იტყობინება, რომ ეს არის აშშ-ის „მაგნეტსკის აქტის“ ევროპული ანალოგი. სანქციების ახალი პაკეტი უკვე შეიძლება გაფორმდეს 22 მარტს, როცა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინებოდა, რომ ევროკავშირში მუშაობდნენ ქვეყნების სიაზე, რომელთაც სანქციები მოელით. მის თანახმად, რუსეთის მოქალაქებთან ერთად ამ სიაში ჩინეთის, ჩრდილოეთი კორეის, ერიტრიის და სამხრეთი სუდანის მოქალაქეები არიან.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა, ჟოზეპ ბორელმა, გამოაცხადა, რომ სიაში პუტინის უშუალო გარემოცვიდან ბიზნესმენების შეყვანა, რასაც ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მომხრეები მოითხოვენ, ძნელია, რადგან უფლებების დარღვევაში მათი უშუალო მონაწილეობის დამტკიცება ჭირს.

თუმცა რუსეთის ოთხ მოქალაქეს, ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებს, ევროპული „მაგნიტსკის აქტის“ ძალით 2 მარტს, პირველად ისტორიაში, სანქციები დაუწესეს ნავალნის სამართლებრივ დევნასა და გასამართლებასთან სავარაუდო კავშირის გამო.

სანქციებით გათვალისწინებულია ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის აკრძალვა და აქტივების გაყინვა.