გერმანიის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ კნირშმა, გერმანიაში მცხოვრები ქართველების 3 მარტის წერილს უპასუხა.
ელჩის თანახმად, გერმანიის საგარეო პოლიტიკისთვის მნივნელოვანია საქართველოს ყოველმხრივი განვითარება. „გსურს გავაძლიეროთ საქართველო როგორც დაფასებული პარტნიორი ქვეყანა, რომელიც ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ გზად იმყოფება“, წერს კნირში და აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტიკურ პოლარიზაციას შეშფოთებით უყურებს და მოუწოდებს პარტიებს, დიალოგის რეჟიმში დარჩენას.
ჰუბერტ კნირში პატივს ცემს წერილის ავტორების „პოლიტიკურ ხედვას" და აცხადებს: "მაგრამ იგივე პატივისცემას იმსახურებს ასევე თქვენი იმ თანამემამულეების პოზიცია, რომლებმაც ახლანდელი მმართველი პარტია აირჩიეს. ეს უნდა გახსოვდეთ, როდესაც დამამცირებლად საუბრობთ „ოლიგარქიულ მთავრობაზე“, წელს გერმანელი დიპლომატი.
წერილში შემდგომ გამოთქმულია იმედი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის საშუამავლო მისიის მიმართ და ის დადებითაა შეფასებული პოლიტიკური კლიმატის შერბილების საქმეში.
„ამასთან, ჩვენ კარგად ვიცით, რომ დემოკრატია საერთაშორისო პარტნიორების მიერ ვერ აშენდება და ქმედითი ვერ გახდება. ეს თავად ქართველებმა უნდა გააკეთონ და ამ დროს, თავიანთი პოლიტიკური მიზნების განხორციელებისას ყოველთვის უნდა იფიქრონ იმ საერთოზე, რაც ყველა დემოკრატს ერთმანეთთან აკავშირებს“, ასრულებს წერილს გერმანიის ელჩი საქართველოში.