თუ თვალი დაკავებული გაქვთ და საკითხავად არ გცალიათ, ან თუ სათვალეს ვერ პოულობთ, ანდა, თუ უბრალოდ მოგენატრათ თვალების დახუჭვა და სხვების მიერ მოთხრობილი საინტერესო ამბებისთვის ყურის მიგდება, მაშინ ეს პოდკასტი თქვენთვისაა.
„მოლაპარაკე ტექსტების“ მოქმედი პირები არიან ტექსტები, რომლებსაც რადიო თავისუფლების ვებსაიტზე ვარჩევ თქვენთვის კვირაში ერთხელ და ამ ტექსტებს მოსათხრობ ამბებად ვაქცევ ხოლმე.
ჩვენს პირველ გადაცემაში ამ სტატიებზე ვისაუბრებთ:
- პატიმართა „მმართველობა“: არსებობს თუ არა ,,კრიმინალური სუბკულტურა“ ციხეში?
- აშშ-ში გარდაიცვალა იონ მიჰაი პაჩეპა, რომელსაც ჩაუშესკუმ რადიო თავისუფლების რუმინული რედაქციის დირექტორის მოკვლა დაავალა
- ვეფხვი და პანტერების ნამარხები საქართველოში
Your browser doesn’t support HTML5