საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ გაზრდილი ენერგომოხმარების ფონზე ქვეყანაში ყოველწლიურად ახალი ჰესები უნდა შენდებოდეს. მისი თქმით, ამ საკითხზე აუცილებელია მოსახლეობასთან კომუნიკაცია, რომ მათ რაიმე კითხვა არ დარჩეთ.
"მოგეხსენებათ, რომ წლიდან წლამდე იზრდება იმპორტირებული ელექტროენერგია. პროგნოზები, რომელიც არსებობს ენერგეტიკის მიმართულებით, არის შემდეგი, რომ ყოველ წელს, მინიმუმ 100 მეგავატის სიმძლავრის ჰესი უნდა შენდებოდეს ქვეყანაში, რაც ამ ეტაპზე არ ხორციელდება. მაგრამ, რა თქმა უნდა, აქ ჩვენ უნდა ვიპოვით ოქროს შუალედი და ამ ოქროს შუალედის გამოსაძებნად აუცილებელია უშუალო კომუნიკაცია საზოგადოებასთან, რათა არც ერთი კითხვა საზოგადოებაში არ დარჩეს პასუხგაუცემელი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, უახლოეს მომავალში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი და ეკონომიკის მინისტრი დასავლეთ საქართველოში გაემგზავრებიან, სადაც ჰესის აშენების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი პროტესტი არსებობს. პრემიერის თქმით, მინისტრებმა პირისპირ კომუნიკაციით უნდა აუხსნან მოსახლეობას საკითხი.