გერმანიაში დასაქმების პროგრამით წასულ მოქალაქეებს არ მოეხსნებათ სოციალურად დაუცველის სტატუსი

საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებსაც სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვთ და გერმანიაში ლეგალურად დასაქმების პროგრამის ფარგლებში გაემგზავრებიან, აღნიშნულ სტატუსს არ დაკარგავენ. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყებაში ადასტურებენ, რომ გერმანიაში ლეგალურად დასაქმების პროგრამაში მონაწილეობა არ არის არც სარეიტინგო ქულების გადამოწმების და არც სტატუსის შეჩერების საფუძველი.

საქართველოს მოქალაქეებს გერმანიის სოფლის მეურნეობის სექტორში ლეგალურად დასაქმება პირველი აპრილიდან შეეძლებათ. სამთვიან პროგრამაში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და შესაბამის სარეგისტრაციო პორტალზე, ამ დროისთვის, უკვე 95 ათასამდე აპლიკანტია დარეგისტრირებული.

ასევე ნახეთ სამუშაოდ გერმანიაში - რას ამბობენ, ვისაც სეზონური დასაქმება უნდა