ვოლოდიმირ ზელენსკი კორონავირუსზე აიცრა

უკრიანის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, 2 მარტს კორონავირუსზე აიცრა ინდოეთიდან შემოტანილი ოქსფორდ/ასტრაზენეკას (Oxford/AstraZeneca) ვაქცინით. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკის აცრა ჩაუტარეს იმ მობილურ სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი სამხედრო და სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია ტარდება.

„ეს [აცრა] ჩავიტარე წინა ხაზზე ჩვენს ჯარისკაცებთან ერთად, მთავარსარდლის ამპულუაში. იგივე Oxford/AstraZeneca (Covishield)-თი, რომელიც ინდოეთიდან იქნა შემოტანილი უკრაინაში და რომლითაც მსოფლიოში ათეულობით მილიონი ადამიანი აიცრა. ვაქცინა შესაძლებლობას მოგვცემს, რომ კვლავ ვიცხოვროთ შეზღუდვების გარეშე“, - დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ტვიტერში.

უკრაინაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ეროვნული პროგრამა 24 თებერვლიდან ამოქმედდა. ეროვნული პროგრამის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ უკრაინაში ვაქცინაციის მსურველთა აშკარა ნაკლებობა შეიმჩნევა. თებერვლის ბოლოსთვის ქვეყანაში აცრილი იყო 3 000 ადამიანზე ოდნავ მეტი.