„არა გიგანტურ ჰესებს“, „არა ნამახვანჰესს“, „დატოვოს კომპანია „ენკამ“ რიონის ხეობა“ - ამ მოთხოვნებით ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე იმართება ხალხმრავალი აქცია, რომელშიც მონაწილეობენ „რიონის ხეობის დამცველები“, სამოქალაქო აქტივისტები, გარემოს დამცველები, ოპოზიციური პარტიის წევრები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული მოსახლეობა.
Your browser doesn’t support HTML5
რიონის ხეობაში, კერძოდ, ჯერ სოფელ ჟონეთსა და შემდგომ ნამოხვანში, მიმდინარე პროტესტი უკვე 126 დღეა გრძელდება - 126 ღამეა, იქ გაშლილ კარავში ათევენ ჰესის მოწინააღმდეგეები.
აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია. ისინი ხელისუფლებისგან თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას ითხოვენ.
ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში: ქვემო ნამახვანის ჰესი (333მვ) და ზემო ნამახვანი (100მვ). კასკადის წლიური გამომუშავება - 1,500.00 გგვტ.სთ, ეს წლიური მოხმარების 12%-ია.
აქციის მონაწილეების განცხადებით, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, 14 მარტს ისევ შეიკრიბებიან და აღარ დაიშლებიან.