სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ ღრმად არის შეშფოთებული ნიკა მელიას დაპატიმრებით

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი ნედ პრაისი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ნედ პრაისმა 23 თებერვალს აშშ-ის საგარეო-პოლიტიკურ უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ ღრმად არის შეშფოთებული ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებითა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებით.

„პოლარიზაციისკენ მიმართული რიტორიკა, ძალა და აგრესია არ არის საქართველოში პოლიტიკური დაპირისპირებიდან გამოსავალი. ყველა მხარეს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება დაძაბულობის კიდევ უფრო მეტად გამწვავება გამოიწვიოს, და მოლაპარაკებებში ჩაერთონ მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად.

აშშ მზადაა დემოკრატიული, უსაფრთხო და აყვავებული საქართველოს მხარდასაჭერად“, ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის განცხადებაში.