ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არ ადასტურებენ თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. ამის შესახებ პრესსამსახურის თანამშრომელი რადიო თავისუფლებას ესაუბრა.
"არ გადამდგარა", - ესაა პასუხი კითხვაზე გადადგა, თუ არა თამარ ჟვანია.
ჟვანიას გადადგომის შესახებ ინფორმაცია "ფორმულამ" და "მთავარმა არხმა" წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელეს. ეს მოთხოვნა ოპოზიციას 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შემდეგ ჰქონდა.