პუტინმა დააჯილდოვა თბილისში მომუშავე დიპლომატი

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატებს შორის, რომლებიც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დააჯილდოვა, ერთ-ერთია დმიტრი ტროფიმოვი. ის ხელმძღვანელობს საქართველოში რუსეთის ინტერესების სექციას შვეიცარიის საელჩოს ფარგლებში.

ტროფიმოვს ორდენი გადაეცა „სამშობლოს წინაზე გაწეული სამსახურისთვის“. შესაბამისი განკარგულება დღეს, 12 თებერვალს, გამოქვეყნდა.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის ომის შემდეგ გაწყვიტა. ამჟამად საქართველოში შვეიცარიის საელჩოს ფარგლებში მოქმედებს რუსეთის ინტერესების სექცია, ხოლო მოსკოვში - საქართველოს ინტერესების სექცია.