უკრაინას სურს, რომ ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) საქართველოსთან ერთად მიიღოს

დენის შმიჰალი და იენს სტოლტენბერგი

„ჩვენ გვსურს ძალიან არ ჩამოვრჩეთ საქართველოს, ხოლო, იდეალურ შემთხვევაში, სქართველოსთან ერთად მივიღოთ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP-ი), რისთვისაც აქტიურად ვმუშაობთ“, - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიჰალმა, ბრიუსელში, ნატოს გენერალურ-მდივან, იენს სტოლტენბერგთან, შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

უკრაინულ გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ალიანსის ურყევი მხარდაჭერა და მოუწოდა კიევს, რომ მოახდინოს ძალისხმევის კონცენტრაცია რეფორმებზე, რომლებიც „აახლოებს უკრაინას ალიანსის წევრობასთან“.

ნატოს გენერალურმა მდივანმა თავი აარიდა ვარაუდს, თუ როდის შეიძლება გახდეს უკრაინა ნატოს წევრი, მაგრამ აღნიშნა, რომ „ალიანსი დაეხმარება უკრაინის ევროატლანტიკურ მისწრაფებას და მხარს დაუჭერს უკრაინის მიერ НАТО-სკენ აღებულ გეზს“.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ უკრაინა 2008 წელს NATO-ში რომ მიეღოთ, აღარ იქნებოდა ესკალაცია დონბასში და არ დაიღუპებოდა ამდენი ადამიანი.

ასევე ნახეთ

"პირდაპირი" ზელენსკის კომენტარები ჯო ბაიდენზე, ნატოსა და რუსულ ვაქცინაზე

„ჩვენ მადლობელი ვართ ევროპის მისი დახმარებისა და (რუსეთის მიმართ დაწესებული) სანქციებისთვის. მადლობელი ვართ აშშ-ის. ეს სანქციები მნიშვნელოვანია, მაგრამ სანქციებით თქვენ ვერ შეძლებთ, სიცოცხლე დაუბრუნოთ ადამიანებს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საინფორმაციო პორტალ Axios-თან ინტერვიუში