6 თებერვალს რესტორნების აქცია აღარ ჩატარდება

შაბათს, 6 თებერვალს რესტორნები აღარ გაიფიცებიან. ამის შესახებ ბრიფინგზე რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლაშა ბურჯანაძემ განაცხადა.

"ეს არის გარკვეულწილად იმ ნაბიჯების დაფასება, რაც ხელისუფლებამ გადმოდა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ 15-დან რესტორნების გარე სივრცეში გახსნა, დადებითი იმპულსის მომტანი იქნება, მით უფრო ამ ამინდში", - თქვა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, რეგულაციების შემსუბუქებამ და რესტორნების გახსნის თარიღის დაანონსებამ "ყინული გაადნო", თუმცა: "თუ ხელისუფლება გააგრძელებს სიყრუეს, როგორც აქამდე იყო, ისევ მიიღებს რეაქციას ისეთს, რომ საზოგადოება და ბიზნესი ერთად იქნება".

ასევე ნახეთ 15 თებერვლიდან რესტორნებს და კაფეებს ღია სივრცის გახსნის უფლება ექნებათ

რესტორნების წარმომადგენლები აქციას ხვალ, 6 თებერვალს გეგმავდნენ. ისინი პროტესტის ნიშნად აპირებდნენ, რომ მუშაობა დაეწყოთ. ხელისუფლებამ აქციებამდე ორი დღით ადრე განაცხადა, რომ შემსუბუქდებოდა რეგულაციები. ასევე, ითქვა რესტორნების გახსნის თარიღი.

ასევე ნახეთ ცნობილია, რა შეზღუდვები იხსნება 8 თებერვლიდან

შემსუბუქების დაანონსების პარალელურად, მთავრობამ განაცხადა, რომ ვინც რეგულაცების დაარღვევდა, ბიუჯეტიდან სუბსიდიას ვეღარ მიიღებდა.