აშშ „ღრმად შეშფოთებულია“ ცნობების გამო, რომლებიც ვრცელდება ჩინეთის სინიანის რეგიონში, ბანაკებში, სადაც ეთნიკური უიღურები ჰყავთ მოთავსებული, სისტემატური გაუპატიურების და ქალების მიმართ სექსუალური ძალადობის შესახებ, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 3 თებერვალს.
რადიო თავისუფლებისთვის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის მიერ გამოგზავნილ წერილში წაიკითხავთ, რომ „ეს სისასტიკე აღაშფოთებს სინდისს და აუცილებელია სერიოზული რეაგირება“.
განცხადება გამოქვეყნდა მას მერე, რაც სამ თებერვალს გავრცელდა ცნობა სინიანიდან გაქცეული ქალის ნაამბობის გარშემო ბანაკებში გაუპატიურების, წამების და ცემის შესახებ. ბი-ბი-სის რეპორტაჟი შეიცავდა ნაამბობს თვითმხილველი ქალისა, რომელიც ბანაკში იმყოფებოდა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იმეორებს, რომ ჩინეთმა ჩაიდინა „დანაშული კაცობრიობის წინაამდეგ და გენოციდი“ სინიანში. მან მოუწოდა ჩინეთს, გაათავისუფლოს ყველა თვითნებურად დაკავებული პირი და გააუქმოს ბანაკები, შეწყვიტოს წამება, დევნა უიღურების და სხვა მაჰმადიანი უმცირესობისა სინიანში.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ბი-ბი-სის რეპორტაჟის გარშემო განაცხადა, რომ „სრულიად მოკლებულია ფაქტებს“ და თქვა, რომ „მათ, ვინც გაავრცელა ინფორმაცია, არაერთხელ დაამტკიცეს, „ყალბი ინფორმაციის გამავრცელებლები“ არიან.