კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაკეტილი კვების ობიექტები 15 თებერვლიდან შეძლებენ გარე სივრცეებში მუშაობას, გარდა შაბათ-კვირისა. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
რესტორნებს და კაფეებს სტუმრების ღია სივრცეში მიღების უფლება 1 თებერვლიდან უკვე აქვთ აჭარის რეგიონში, სადაც ეპიდსიტუაცია საგრძნობლად გაუმჯობესდა.
ასევე ნახეთ ცნობილია, რა შეზღუდვები იხსნება 8 თებერვლიდანსაქართველოში რესტორნები და კაფეები დაკეტილია 2020 წლის ნოემბრის ბოლოდან.
სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები უმძიმეს ფინანსურ კრიზისზე საუბრობენ და მოითხოვენ წესების დაცვით ობიექტების სრულად გახსნას. 6 თებერვალს ათეულობით რესტორანი გეგმავს დაუმორჩილებლობის აქციას და მუშაობის განახლებას, რის გამოც 10 000 ლარით დაჯარიმება ემუქრებათ.