უკრაინის მმართველმა პარტიამ თავისი რიგებიდან გარიცხა ვაშინგტონის მიერ სანქცირებული კანონმდებელი

ოლექსანდრ დუბინსკი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მმართველმა პარტია „ხალხის მსახურმა“ ფრაქციის რიგებიდან გარიცხა დეპუტატი ოლექსანდრ დუბინსკი, რომელიც აშშ-მა არჩევნებში ჩარევისთვის ეჭვმიტანილ პირთა სიაში შეიყვანა. 1 თებერვალს გამართულ კენჭისყრაში 198-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი დუბინსკის ფრაქციიდან გარიცხვის საკითხს, რასაც არ მიემხრო 29 კანონმდებელი.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 11 იანვარს სანქციები დაუწესა 11 ფიზიკურ პირსა და ოთხ ორგანიზაციას, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან აშშ-ის არჩევნებში ჩარევასა და პრორუსულად განწყობილი უკრაინელი კანონმდებლის, ანდრეი დერკაჩის, მიერ შექმნილ ქსელთან თანამშრომლობაში.

დერკაჩი, რომელსაც აშშ-მა შარშან სექტემბერში დაუწესა სანქციები, კავშირში იყო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაახლოებულ პირებთან, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში დაკავებული იყვნენ პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და მისი შვილის, ჰანტერის შესახებ მაკომპრომეტირებელი მასალების მოძიებით.

უკრაინის მმართველი პარტიის რიგებიდან გარიცხული ოლექსანდრ დუბინსკი უარყოფს აშშ-ის არჩევნებში ჩარევის ბრალდებას.