"წულუკიანის გულისგასახეთქად შემოდის მესიჯები, მასზე კარგის არმთქმელი და ჩემი მხარდამჭერი, ზარებს არ ვპასუხობ, მესიჯებით ეტყობა მოწერა ეშინიათ, მუქარებზე ვუჩივლებ ყველას ეგრევე, ყველა შემთხვევაში, არ დავინდობ და ხელისუფლება რომ შეიცვლება, გავყვები ციხემდე, ვინც აპირებს მუქარებით წეროს და მესიჯები მწეროს", - თქვა მთავარი არხის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მისი სასამართლო პროცესებია განახლებული მას შემდეგ, რაც მოქმედმა პარლამენტარმა და იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა საჯაროდ გამოაცხადა პარლამენტის ტრიბუნიდან მისი ნომერი. თეა წულუკიანმა გვარამიას ნომრის ჩაწერა ალეკო ელისაშვილს დაავალა და უთხრა, რომ თუკი აქვს კითხვები 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, მას დაურეკოს ხოლმე და მასთან გაიაროს კონსულტაცია.
ნიკა გვარამიამ თქვა, რომ მოქმედ ხელისუფლებას ჰგონია, თითქოს, ოპოზიციას ის ეუბნება, პარლამენტში შევიდნენ თუ არა.
"მაღალი წარმოდგენა ქონიათ ჩემზე და დამამცირებელია ოპოზიციისთვის", - თქვა ნიკა გვარამიამ, რომელიც თვლის, რომ საქართველოში არა მხოლოდ პოლიტიკური დევნილი, არამედ ყველა უფლებაშეზღუდული ადამიანია ხელისუფლების მხრიდან.
ასევე ნახეთ თეა წულუკიანმა ალეკო ელისაშვილს ნიკა გვარამიას ნომერი ჩააწერინა: თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რატომ ხართ?