მამუკა მდინარაძის თქმით, მანდატების გაუქმების გადაწყვეტილებაზე უმრავლესობაში იმსჯელებენ

"ქართული ოცნების" უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ოპოზიციისთვის მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას უმრავლესობის სხდომაზე მიიღებენ. ამის შესახებ მან პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

"დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, წარვუდგინოთ მოსაზრება უმრავლესობას და მას შემდეგ გახმოვანდება ეს გადაწყვეტილება, ან დაუჭერს ან საპირისპირო გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩვენ ამის გახმოვანებას ერთადერთი მოტივით არ ვაპირებთ, ამას სჭირდება უმრავლესობის თანხმობა", - თქვა მდინარაძემ.

ხვალ პარლამენტში კენჭისყრაა ჩანიშნული, რომლის განსახილველი საკითხი, სავარაუდოდ, ოპოზიციის დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტა იქნება. "გირჩის" წევრებმა იაგო ხვიჩიამ და ვახო მეგრელიშვილმა დღეს განაცხადეს, რომ თუ ხელისუფლება ოპოზიციას მანდატებს გაუუქმებს, ისინიც უარს იტყვიან მანდატზე. 51 ოპოზიციონერი დეპუტატი, ამ დროის მონაცემებით, არ განიხილავს პარლამენტში შესვლას და მანდატების დატოვების მოთხოვნით განცხადება აქვთ დაწერილი.