საფრანგეთმა მოუწოდა გერმანიას, ალექსეი ნავალნის დაკავების გარშემო შექმნილი ვითარების გამო გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაზე“ უარი თქვას. ამის თაობაზე იტყობინება სააგენტო France-Presse.
რადიოსადგურ France Inter-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საფრანგეთის ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივანმა, კლემან ბონმა, თქვა, რომ რუსეთისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები არ არის საკმარისი. ბონი თვლის, რომ პროექტის ბედი მხოლოდ ბერლინს შეუძლია გადაწყვიტოს, რადგან გაზსადენი მის ტერიტორიაზე მთავრდება.
იანვარში მოსკოვთან ურთიერთობების შეზღუდვისკენ მოწოდებით ნავალნის დაკავების აგმო გამოვიდა ევროპის კავშირის პარლამენტი.
გერმანიაში აშშ-ის საფრთხის და მოსკოვის საშინაო პოლიტიკის გამო არის დისკუსია იმაზე, რამდენად მიზანშეწონილია დასრულდეს მილსადენის მშენებლობა, რომლის 90 პროცენტი უკვე გაყვანილია.
მილსადენის წინააღმდეგია „მწვანეთა პარტია“, ასევე თავისუკფალ დემოკრატიული პარტია, რომლებიც ოპოზიციურ ძალას წარმომადგენენ. წამყვანი კოალიცია პროექტს მხარს უჭერს.
აშშ და ევროპის ზოგიერთი ქვეყანა წინააღმდეგია ჩრდილოეთის ნაკადი 2-ისა, რადგან თვლიან, რომ ის გაზრდის რუსეთზე ევროპის დამოკიდებულებას ენერგიის სფეროში და შეიძლება გადაიქცეს შანტაჟის იარაღად მოსკოვის ხელში.
ადრე ვაშინგტონი ევროპას სთავაზობდა თავის ენერგომატარებლებს. პროექტის მონაწილე მხარეები, მათ შორის გერმანიის ოფიციალური პირები, აცხადებენ, რომ პროექტი სუფთა ეკონომიკური ხასიათისაა.