ჯაფარიძე "გირჩზე": სთხოვენ ბიძინას მარიონეტებს, დაიკიდონ ჩემი თავისუფლება და უარი მითხრან მანდატის გაუქმებაზე

ძველი "გირჩიდან" წამოსული ზურა ჯაფარიძე ყოფილ თანაპარტიელებს გავრცელებული განცხადების გამო აკრიტიკებს და მანდატების შეჩერებაზე მისი განცხადების დაუკმაყოფილებლობას თავისუფლების შეზღუდვად აფასებს. ჯაფარიძე "გირჩის" განცხადებას "ფეისბუკზე" გამოეხმაურა.

"​ვაუ, ლიბერტარიანული პურიტანიზმის მედროშე პარტია თხოვნით (არა წინადადებით, არა ინიციატივით, თხოვნით!) მიმართავს ბიძინას მარიონეტებს, ***-ზე დაიკიდონ ჩემი თავისუფლება (!) და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ უარი მითხრან მანდატის გაუქმების მოთხოვნაზე. რა დროს ჩემი თავისუფლებაა, "ქართული პარლამენტარიზმია" გადასარჩენი. სადმე სსიპ-შიც დაასაქმებინეთ ჩემი თავი", - წერს ჯაფარიძე.

ასევე ნახეთ "გირჩი" "ქართულ ოცნებას" სთხოვს, რომ ოპოზიციას მანდატები არ უნდა შეუწყვიტოს

დღეს ჯაფარიძის ყოფილმა თანაგუნდელებმა განცხადება გაავრცელეს და თხოვნით მიმართეს "ქართულ ოცნებას", არ გაეუქმებინათ ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატები. საკითხის განხილვა ხვალ, 2 თებერვალს არის ჩანიშნული. ასეთი სულ 51 განცხადებაა.