"ნაციონალური მოძრაობის" ახალმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ახალი წევრები წარადგინა. პარტიას 12 ახალი წევრი პარტიის თავმჯდომარემ ვიდეორგოლით გააცნო საზოგადოებას.
ესენი არიან:
- გიორგი ჩალაძე - გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველი პარტნიორი,
- ნიკა ობოლაძე - იურისტი, "მთავარი არხის" ანალიტიკოსი,
- ბაჩო დოლიძე - მარკეტინგის მაგისტრი,
- გიორგი ხვედელიანი - პოლიტიკური ეკონომიკის მაგისტრი, ფილოსოფიის დოქტორანტი;
- ბარბარა ჯიმელი - საერთაშორისო პოლიტოლოგიის მაგისტრი,
- რეზო ჩომახიძე - დიპლომატიური ეკონომიკის მაგისტრი,
- ანა გოგოლაძე - საჯარო მმართველობის მაგისტრი,
- სოფო ჯაფარიძე - ლექტორი,
- ნონა მამულაშვილი - დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობის დოქტორი,
- ზვიად ქვლივიძე - ბიზნეს ადმინისტრირებისა და ბიზნეს სამართლის მაგისტრი,
- გიორგი თარგამაძე - ბიზნეს ადმისტრირების მაგისტრი,
- მანუჩარ ახალაია - სამართალმცოდნეობის მაგისტრი.
ნიკა მელია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ დეკემბრის ბოლოს აირჩიეს. მან პარტიაში ცვლილებები და სიახლეები დააანონსა.