COVID-19-ის საწინააღმდეგო, Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" წერს.
მთავრობის მეთაური საქართველოს მხარდაჭერისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს ადჰანო ღებრეიესუსს მადლობას უხდის.
"მადლობა ჩვენი ქვეყნისა და პირადად ჩემს მეგობარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანომ გებრეისუსს საქართველოს უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის“.
"ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინის მიღებისთანავე ჩვენი მედპერსონალის ვაქცინაცია დაიწყება", - წერს გიორგი გახარია.
შეგახსენებთ, "ფაიზერი" ამერიკულ-გერმანული წარმოების ვაქცინაა. ვაქცინა დადასტურებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. მის შესანახად საჭიროა მინუს 80-გრადუსიანი მაცივრები. მისი ეფექტიანობა 95%-ს უტოლდება.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, ქვეყანაში 200 ათასი დოზა "ფაიზერის" დასაწყობების შესაძლებლობა არსებობს. -80-გრადუსიანი მაცივრები დგას თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
ამავე თემაზე:
როდის მიწევს აცრა? როგორ ვრეგისტრირდები? სად ვიცრები? - ვაქცინაციის გეგმის კონტურები