ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის სხდომა ისტორიაში შევა რუსეთის დელეგაციისათვის უფლებამოსილების ცნობის სადავო გადაწყვეტილებით იმ ფონზე, როდესაც რუსეთში არათუ არ უმჯობესდება, არამედ, როგორც საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მოხსენებაშიც არის ხაზგასმული, საერთაშორისო სანქციების მიუხედავად, კიდევ უფრო უარესდება მდგომარეობა კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ.
რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობას 28 იანვრის სხდომაზე მხარი დაუჭირა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 107-მა დეპუტატმა, 36 წინააღმდეგი იყო, ხოლო 24-მა თავი შეიკავა.
მანამდე საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა არ გაიზიარა უკრაინული დელეგაციის წინადადება რუსეთის ფედერაციის დელეგაციის უფლებამოსილების გასაჩივრების შესახებ.
ასეთმა დამოკიდებულებამ ძალიან განარისხა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის „ვერხოვნა რადის“ დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო, რომელმაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა „სათამაშო ძაღლს“ და „პუტინის ოჯახის ძაღლს“ შეადარა.
„რუსული“ საქართველო, უკრაინა, ვარშავა, სტრასბურგი?
წელს, თებერვალში, 7 წელი შესრულდება რუსეთის მიერ უკრაინის ნახევარკუნძულ ყირიმის ანექსიისა და რუსეთთან მისი შეერთების თაობაზე ჩატარებული უკანონო რეფერენდუმიდან.
ისინი აწყობენ ფორუმ „რუსულ დონბასს“ უკრაინის დონეცკში. რა იქნება შემდეგი? რუსული ბაქო? რუსული თბილისი? რუსული ვილნიუსი? რუსული ვარშავა? თუ, იქნებ, რუსული სტრასბურგი?ალექსეი გონჩარენკო
რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 28 იანვრის სესიაზე მიღებულ 2363-ე რეზოლუციაში ცალკე პუნქტად ჩაიწერა, რომ ამ რეზოლუციის რატიფიკაცია არანაირად არ ნიშნავს რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შედეგების აღიარებას.
მაგრამ უკრაინის საპარლამენტო დელეგაცია ვერც ამ განმარტებამ დააკმაყოფილა, ვერც ჩანაწერმა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი უმოკლეს ხანში ყოველმხრივ ანგარიშს წარმოადგენს რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ.
კიევში კარგად ხედავენ, რომ საერთაშორისო სანქციების მიუხედავად, სწორედ კრემლის აგრესიული ჩარევაა დესტაბილიზაციის მთავარი წყარო აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც 2014 წლის ზაფხულიდან მიმდინარე საომარ მოქმედებაში 13 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
„დონეცკში, უკრაინის დონეცკში, რომელიც დღეს რუსეთის ფედერაციის მიერაა ოკუპირებული, დაგეგმილია ფორუმი „რუსული დონბასი“. ისინი აწყობენ ფორუმ „რუსულ დონბასს“ უკრაინის დონეცკში. რა იქნება შემდეგი? რუსული ბაქო? რუსული თბილისი? რუსული ვილნიუსი? რუსული ვარშავა? თუ, იქნებ, რუსული სტრასბურგი?“ - ასეთი რიტორიკული შეკითხვით მიმართა კოლეგა დეპუტატებს უკრაინელმა დეპუტატმა ოლექსი ჰონჩარენკომ.
ასეთ შედარებას არაკორექტული უწოდა ჰოლანდიელმა დეპუტატმა ტინი კოქსმა. მას საქართველოში კარგად იცნობენ განსაკუთრებით შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების თაობაზე PACE-ს სადამკვირვებლო მისიის მიერ მომზადებული ანგარიშით.
ეს დოკუმენტი ზემოხსენებული ზამთრის სესიის პირველ სხდომაზე, 25 იანვარს, სწორედ ტინი კოქსმა წარადგინა.
ასევე ნახეთ ტინი კოქსი: საქართველოში პოლიტიკური გარემო არჩევნებამდეც დაძაბული იყო და მას შემდეგაცრაც შეეხება რუსეთის ნაციონალური დელეგაციისათვის უფლებამოსილების ჩამორთმევის საკითხს, ჰოლანდიელი კანონმდებელი მიიჩნევს, რომ ასეთი უფლება საპარლამენტო ასამბლეას მინიჭებული აქვს, „მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს უფლება ყოველი წლის დასაწყისში გამოვიყენოთ. უფლებამოსილების გასაჩივრება უნდა ემსახურებოდეს კონკრეტულ მიზანს. ეს უფლება არ უნდა იყოს მრავალჯერ გამოყენებული, თუ არ არსებობს მკაფიო მიზანი“, - განაცხადა ტინი კოქსმა ევროპელ მემარცხენეთა ჯგუფის (UEL) სახელით.
2021 წელსაც იგივე ხდება, რაც 2008 წელს ხდებოდა - ქართველების ინტენსიური ეთნიკური დისკრიმინაცია, სიცოცხლის უფლების ჩამორთმევა, წამების, გატაცებისა და უკანონო დაკავების შემთხვევები, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა...კახა კუჭავა
რუსეთის დელეგაციისათვის უფლებამოსილების ცნობას PACE- ში მხარი არ დაუჭირა 36-მა დეპუტატმა. ისინი 28 იანვარს უმცირესობაში აღმოჩნდნენ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებს, საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მხრივ, PACE-ში შემავალი 47 ქვეყნის უმრავლესობა იზიარებს.
PACE-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, კახა კუჭავამ, გაიხსენა 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს მიერ ახლახან მიღებული გადაწყვეტილება და რუსეთისთვის დაკისრებულ პასუხისმგებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
„2021 წელსაც იგივე ხდება, რაც 2008 წელს ხდებოდა - ქართველების ინტენსიური ეთნიკური დისკრიმინაცია, სიცოცხლის უფლების ჩამორთმევა, წამების, გატაცებისა და უკანონო დაკავების შემთხვევები, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა და დევნილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების დარღვევა. ამ ყველაფერს თან ერთვის რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების შეუსრულებლობა და ახალი ნაბიჯების გადადგმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ“, - განაცხადა კახა კუჭავამ სტრასბურგში, ასამბლეის სხდომაზე, რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხის განხილვისას.
ასევე ნახეთ საქართველომ მხარი არ დაუჭირა PACE-ში რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობას
ტოლსტოის მუქარა
რუსეთს 2014 წლის შემდეგ ყირიმის ანექსიის გამო ჩამორთმეული ჰქონდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სრულფასოვანი მუშაობისა და ხმის უფლება. 2019 წლის ივნისში ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთს მისცა 2020 წლიდან ასამბლეაში სრულფასოვნად დაბრუნების შესაძლებლობა.
მაგრამ მას შემდეგ რუსეთი კიდევ უფრო შორს წავიდა პუტინის მიერ „სუვერენულ დემოკრატიად“ მონათლული, რეალურად კი, ავტორიტარული რეჟიმის განმტკიცების მიმართულებით.
შარშან რუსეთის ფედერაციაში განხორციელებულმა საკონსტიტუციო შესწორებებმა კიდევ უფრო განამტკიცა და პრეზიდენტის პოსტზე 2036 წლამდე დარჩენის შესაძლებლობა მისცა ვლადიმირ პუტინს.
ასევე ნახეთ პუტინმა ხელი მოაწერა დეკრეტს 4 ივლისიდან საკონსტიტუციო ცვლილებების ძალაში შესვლის შესახებევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 28 იანვრის სესიაზე გაიხსენეს ისიც, რომ ახალი კონსტიტუციით რუსეთის ხელისუფლებას უფლება აქვს, არ შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები; რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ეძლევა საკონსტიტუციო სასამართლოზე ზემოქმედების ბერკეტები; კრემლმა კიდევ უფრო გააძლიერა პოლიტიკური ოპონენტებისა და დამოუკიდებელი მედიის შევიწროება, ხოლო, ბოლოს, ჯერ „ნოვიჩოკით“ მოწამლეს, შემდეგ კი დაბრუნებისთანავე აეროპორტშივე დააკავეს კრემლის კრიტიკოსი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, რომელიც, ევროკავშირისა და აშშ-ის პროტესტის მიუხედავად, დღეს რუსეთის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება ჩვენი დელეგაციის ნებისმიერი წევრისათვის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ, მაშინ ჩვენ იძულებული ვიქნებით დავტოვოთ დიალოგის ეს მოედანი...პიოტრ ტოლსტოი
„თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ვართ მოდარაჯე ძაღლები, ფასეულობების მოდარაჯე ძაღლები, მაშინ, გთხოვთ, მითხრათ, რაღაა ის მოდარაჯე ძაღლი, რომელსაც კბენა არ შეუძლია, მხოლოდ ლოკვა შეუძლია. ეს არ არის მოდარაჯე ძაღლი. ეს არის სათამაშო ძაღლი, პუტინისა და მისი გარემოცვის ოჯახის ძაღლი“, - განრისხებას ვერ მალავდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინული დელეგაციის წევრი, ოლექსი ჰონჩარენკო.
იგი, მრავალი წელია, ეფექტური გამოსვლებით იპყრობს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნას, საიდანაც 28 იანვრის სხდომაზეც გაისმოდა რუსეთთან დიალოგისკენ მოწოდებები.
და არამხოლოდ მოწოდებები. რუსეთის დეპუტაციისათვის უფლებამოსილების ჩამორთმევის შემთხვევაში 28 იანვარს პროტესტის ნიშნად საპარლამენტო ასამბლეის დატოვებით დაიმუქრა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილე, რუსი დეპუტატი პიოტრ ტოლსტოი.
„რა თქმა უნდა, არავითარ ულტიმატუმს, არავითარ სანქციებს და არავითარ შეზღუდვებს ჩვენი დელეგაცია არ დაეთანხმება. თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება ჩვენი დელეგაციის ნებისმიერი წევრისათვის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ, მაშინ ჩვენ იძულებული ვიქნებით დავტოვოთ დიალოგის ეს მოედანი, როგორც ეს მოხდა 2014 წელს“, - განაცხადა პიოტრ ტოლსტოიმ.
ცნობისათვის: ეს ის ტოლსტოი გახლავთ, რომელიც ზუსტად ერთი წლის წინ, 2020 წლის 29 იანვარს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-სპიკერად აირჩიეს.
ასევე ნახეთ რუსი დეპუტატი აირჩიეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-სპიკერად