აპლიკაციისგან, რომლის მიზანიც კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტის განსაზღვრა იყო, მოქალაქეებმა ამ შინაარსის შეტყობინება მიიღეს: „ძვირფასო მომხმარებლებო, გაცნობებთ, რომ STOP COVID აპლიკაციით სარგებლობის ვადა დასრულდა 2021 წლის 20 იანვარს და მოხდება მისი დეაქტივაცია".
რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის სამინისტროში უთხრეს, რომ აპლიკაციის საკითხს მომავალი კვირის განმავლობაში, სავარაუდოდ, ვრცლად განმარტავენ. ახლა კი გვითხრეს, რომ დასრულდა კონტრაქტის კონკრეტული ეტაპი და სამინისტრომ ხელშეკრულება აღარ გააგრძელა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში შექმნილი მობილური აპლიკაცია STOP COVID 16 აპრილს ამოქმედდა.
STOP COVID აპლიკაციაში 412 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.