კადიროვმა განაცხადა, რომ გაანადგურეს ჩეჩნეთის სეპარატისტული იატაკქვეშეთი და მისი ლიდერი

რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ხელმძღვანელმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ სპეცოპერაციის შედეგად სოფელ კატირ-იურტში გაანადგურეს ექსტრემისტების ექვსკაციანი ჯგუფი, მათ შორის ამირა ასლან ბიუტუკაევი, ჩეჩნეთის სეპარატისტული წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერი.

კადიროვი ამტკიცებს, რომ ისინი იყვნენ რესპუბლიკის ტერიტორიაზე დარჩენილი ბოლო ექსტრემისტები.

კადიროვის თანახმად, იგი უშუალოდ ღებულობდა მონაწილეობას გროზნოდან 30 კილომეტრში ჩატარებულ სპეცოპერაციაში, რომელიც დიდი ხნის წინ დაიგეგმა.

კადიროვის თანახმად, სპეცოპერაციის შესახებ ინფორმირებული იყო რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი.

„ბანდიტურმა დაჯგუფებამ ორჯერ მოახერხა გაქცეოდა დევნას და შეტაკებას. მესამედ კი მათ ვერ მოახერხეს დამალვოდნენ ახმად-ხაჯი კადიროვის (რამზან კადიროვის მამის) სახელობის პოლიციის პოლკის მებრძოლებს“, - ნათქვამია ჩეჩნეთის ლიდერის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

1974 წელს დაბადებული ასლან ბიუტუკაევი თავის დროზე ჩეჩნეთის პრეზიდენტის, ასლან მასხადოვის, თანამებრძოლი იყო. 2010 წელს, კავკასიის იმარატის გამოცხადების შემდეგ, ბიუტუკაევი დაუპირისპირდა დოკუ უმაროვს, მაგრამ ერთ წელში შეურიგდა მას და 2013 წელს, უმაროვის სიკვდილის შემდეგ, ბიუტუკაევი ჩეჩენ სეპარატისტთა ლიდერი გახდა.
დიდი ხნის განმავლობაში მის შესახებ არაფერი იყო ცნობილი.