ადვოკატი: სასამართლომ ნავალნის 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ადვოკატი, ვადიმ კობზევი ტვიტერით წერს, რომ სასამართლომ ნავალნის 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

ნავალნისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო 18 იანვარს, სახელდახელოდ მოწყობილ ოთახში მსჯელობდა - რასაც თავად კრემლის კრიტიკოსმა "სამართლის დაცინვა" უწოდა. ნავალნი წინა დღეს, 17 იანვარს ჩაფრინდა მოსკოვში ბერლინიდან, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა მოწამვლის შემდეგ და ის აეროპორტშივე დააკავეს.