დავით ხახალეიშვილის ცხედარს თბილისის აეროპორტში ქართველი ძიუდოისტები დახვდნენ

დღეს, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები დოჰაში გამართული „მსოფლიოს მასტერსიდან“ დაბრუნდა. დღესვე, თბილისში მინსკიდან დავით ხახალეიშვილის ცხედარი ჩამოასვენეს. ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტის კუბო თვითმფრინავიდან თანამედროვე ქართული ძიუდოს ლიდერებმა გადმოასვენეს.

,,სიცოცხლე არც დაბადებით იწყება და არც სიკვდილით მთავრდება. დღეს ჩვენ არ გვაქვს უფლება ინდივიდუალური წარმატების. ერი თუ ბერი, ქალი თუ კაცი, ოპოზიცია თუ პოზიცია, უნდა გავერთიანდეთ, დავდგეთ პიროვნულ ინტერესებზე მაღლა და ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის. ჩვენ ერთად ვქმნით გამარჯვების ისტორიას“ - დაიწერა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ვებსაიტზე.

ბარსელონის ოლიმპიური თამაშების და ევროპის სამგზის ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი რამდენიმე დღის წინ, ბელარუსიის დედაქალაქ მინსკში გარდაიცვალა, გულზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ.