საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში აქციის მონაწილე მუსულმანური თემის წარმომადგენლებს ხვდება. მან აქციის მონაწლეებს განუმარტა, რომ მიღებულია პირობა, რის საფუძვლ პარასკევის ლოცვას ხელი არ შეეშება.
„ჩვენი მიზანია ლოცვები აღდგეს და სოფელი დაუბრუნდეს ძველ მშვიდობიან მდგომარეობას. ლოცვები გაგრძელდება. ის რაც მოხდა, რა თქვა უნდა, სამწუხაროა. ჩვენ არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს, ჩვენ უნდა გავისარჯოთ იმისთვის რომ სოფელი დაუბრუნდეს სიმშვიდეს“,- განაცხადა ადამ შანთაძემ.
მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების დაპირებით, არ იქნება არავითარო პრობლემა და ლოცვები გაგრძლდება.
მუფთის ამ განცხადებას უნდობლობით ეკიდებიან ჩოხატაურის მუნიციპალტეტის მერიის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები, მათი თქმით, აუცილებელია ადგილობრივი ხელისუფლების წერილობითი გარატიის არებობა, რომ ლოცვებს ხელი შეეშლება, ასეევე აუცლებელია დაძაბულბის გრძელვადიანი გადაწყეტის გზებზე შეთანხმება.
გუშინ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში შედგა ადგილობრივი ხელისუფლების, სოფელ ბუკნარის ქრისტიანული და მუსლიმური თემის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა. მიუხედავად ამისა, მუსლიმი თემი არ ენდობა მიღწეულ შეთანხმებას. სოფლის მკვიდრნი და ბათუმიდან ჩასული მუსულმანები ჩიხატაურის მერიის შენობის წინ დღესაც არიან შეკრებილი. ისინი მოითხოვენ, გაგრძელდეს მოლაპარაკება, რომელშიც ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ საპატრიარქოს წარმომადგენელი და საქართველოს მუფთი.
ასევე ნახეთ ჩოხატაურში აქცია გრძელდება - მუსლიმები მოლაპარაკების გაგრძელებას ითხოვენაქციის მონაწილემ, ნუგზარ ჭაღალიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ რელიგიურ ნიადაგზე მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაწყებული კონფლიქტი მოლაპარაკების შედეგად, 13 იანვრის საღამოსთვის ამოწურული იყო, თუმცა, საქმე უკვე ერთმანეთისთვის ხელის ჩამორთმევამდე იყო მისული, როცა სოციალური ქსელებით ისევ დაიწყო შეურაცხმყოფელი პოსტების გამოქვეყნება.
ასევე ნახეთ არასამთავრობო ორგანიზაციები: რწმენის თავისუფლების დაცვის კუთხით მდგომარეობა გაუარესებულიასოფლის სკოლის პედაგოგის, მარიამ ხელაძის თქმით, მუსლიმები მათ მიერ შეძენილ სახლში თითქმის ერთი წელია ლოცულობენ და ამას არასდროს არანაირი გართულება არ მოჰყოლია, ვითარება კი ცოტა ხნის წინ დაიძაბა, მას შემდეგ, რაც სოფელში გაავრცელეს ჭორი მინარეთის მშენებლობის შესახებ.
მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის უთანხმოება მას შემდეგ გამწვავდა, რაც 12 იანვარს, სოფლის მცხოვრებმა ქრისტიანმა ახალგაზრდა კაცმა თავის არეში ქვით მიაყენა დაზიანებები ორ თანასოფლელ მუსლიმ ახალგაზრდას. ეს პირი დაკავებულია.
რამდენიმე დღეა ადგილობრივი ხელისუფლების მონაწილეობით მიმდინარეობს ორივე თემის წარმომადგენელთა მოლაპარაკება. დღეს გურიაში ჩავიდა საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე.