„რუსთავი 2"-ის ეთერში პარტია „მოქალაქეების" ლიდერმა ალექსანდრე ელისაშვილმა უპასუხა შეკითხვას, თუ ჩაიშალა მოლაპარაკება, „ქართულ ოცნებასთან" ცალკე დაჯდებით მოლაპარაკების მაგიდასთან?
„არ გამოვრიცხავთ, უბრალოდ, არ გვინდა, რომ მოლაპარაკება ჩაიშალოს. გაცილებით მარტივი იქნება „ქართული ოცნებისთვის" ჩვენი „გადაგდება" და მოტყუება, ვიდრე ელჩების თანდასწრებით. რასაც ვერ იზამენ ან ძალიან რთულად იზამენ", - ამბობს ალექსანდრე ელისაშვილი.
როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, მისი პარტიისთვის გაცილებით კომფორტულია, რომ მოლაპარაკებაზე სხვა პარტიები და ელჩები იყვნენ. „თუ სხვა გზა არ დაგვრჩა და აქეთ ოპოზიციამ ფეხები აბაკუნა და „რევოლუცია, რევოლუცია" იძახა, მეორე მხრივ, თუ „ქართული ოცნება" არ მოვიდა მოლაპარაკებაზე, რაღაც იქნება შესაცვლელი", - თქვა ელისაშვილმა.
პარლამენტში არჩეული რვა საარჩევნო საარჩევნო სუბიექტიდან ხუთთან კომუნიკაციის შესახებ ილაპარაკა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ 30 დეკემბერს.