ალილო 2021

პანდემიის გამო შობას თბილისსა და რეგიონებში ტრადიციული ალილოსთვის მსვლელობა არ ჩატარდა. მორწმუნეებმა საჩუქრები საგანგებოდ მოწყობილ კარავში მიიტანეს, სასულიერო პირებმა კი გალობით და ნაკურთხი წყლის სხურებით მიულოცეს მათ შობა.

სასულიერო პირები მანქანიდან ასხურებენ ნაკურთხ წყალს.

საშობაო ალილო პანდემიისას, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მხოლოდ რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა.

კარავში საშობაო საჩუქრები გროვდება.

ალილო ტრადიციული საშობაო მსვლელობაა, რომლის დროსაც უპოვართა დასახმარებლად აგროვებენ სხვადასხვა შემოწირულობას.

სასულიერო პირები მანქანებიდან ულოცავენ შობას მოსახლეობას.

პირველი რესპუბლიკის მოედანზე სპეციალურად მოწყობილ კარავში მოგროვილი საჩუქრები.

ალილოზე შეგროვებული საჩუქრები და ნობათი დღესვე დარიგდება.

სასულიერო პირები ალილოზე.

საშობაო საჩუქრებით დატვირთული ავტობუსი.