როგორი იყო ცხოვრება 50 წლის წინ

Georgia women

რა ხდებოდა საქართველოში 50 წლის წინ, ანუ 1971 წელს? ეს ის პერიოდია, როდესაც ძველი ომები, რეპრესიები და მისი შედეგები მეტ-ნაკლებად წარსულში დარჩა, "პერესტროიკა" და ეროვნული მოძრაობა კი ჯერ არ დაწყებულა. ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში შემონახულია ფოტოები, რომლებიც ორმოცდაათი წლის წინანდელ ყოფას ასახავს.

1921 წლის 25 თებერვლიდან ნახევარი საუკუნეა გასული, აჭარაში გასაბჭოების 50 წლისთავს ზეიმობენ.

გასაბჭოების 50 წლისთავს აღნიშნავენ აფხაზეთშიც. ზემო ეშერის ბიბლიოთეკამ ღონისძიება გამართა.

თელავში ერეკლე მეორის ძეგლი საზეიმოდ გაიხსნა.

ზაქარია ფალიაშვილის დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით ეკრანზე გამოვიდა ფილმი-ოპერა „დაისი“.

ენგურჰესის მშენებლობა 10 წლის წინ დაიწყო, მაგრამ კიდევ 7 წელი გაგრძელდება და 1978 წელს დაასრულებენ.

მიშა მესხი შეტევაზე გადადის.

ნანა ალექსანდრია საჭადრაკო ტურნირზეა.

ირაკლი ჩარკვიანი ჯერ მხოლოდ 10 წლისაა.

ბავშვებს სკოლის ფორმები აცვიათ და ოქტომბრელის ვარსკვლავი უკეთიათ.

ბუნებრივ ფოტოს თითქმის არავინ იღებს.

იმ წლებში ლებარდე ერთ-ერთი პოპულარული კურორტი იყო.

სამსახურებიდან ხშირად დადიოდნენ ექსკურსიებზე - ტყიბულის ჩაის ფაბრიკის კოლექტივი კახეთში.

საზღვარგარეთ წავლას იშვიათად, მაგრამ მაინც ახერხებენ, ძირითადად საბჭოთა ელიტის წარმომადგენლები - კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე მეუღლესთან ერთად იუგოსლავიაში.

რაგბის მაშინაც თამაშობდნენ - გუნდ „ლოკომოტივის“ მორაგბეები ბაკურიანში ზამთრის შეკრებაზე.