„გირჩი აგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისთვის! ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც გირჩთან ერთად ბრძოლის სურვილი აქვს“, - ამ სიტყვებით ეპატიჟება ზურაბ ჯაფარიძე ახალ პარტიაში გაერთიანების მსურველებს და 26 დეკემბერს პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე იწვევს.
„გირჩის“ ლიდერის ახალ პარტიას ახალი სახელი ექნება: „მეტი თავისუფლება - გირჩი“.
პარტიის ყრილობაზე აირჩევენ პარტიის თავმჯდომარეს, პოლიტიკური საბჭოსა და სარევიზიო კომისიის წევრებს.
ასევე ნახეთ "გირჩი" იყოფათანაპარტიელებს ზურაბ ჯაფარიძე რამდენიმე კვირის წინ გაემიჯნა, როცა ფეისბუკზე დაწერა: „ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას“.
ყრილობა თბილისის დროით 15.00 საათზეა დანიშნული.