სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების დირექტორი ელენე ნიჟარაძე აღარ არის. ამის შესახებ "ფორმულას" ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარემ, თამარ სართანიამ მიაწოდა ინფორმაცია.
"არ ვიცი ვინ გითხრათ, ეს არის თუ არა ბორდის გადაწყვეტილება, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ის აღარ არის დირექტორი... ამ და სხვა საკითხებზე ხვალ ვისაუბრებთ", - უთხრა ჟურნალისტს სართანიამ.
"ფორმულას" ინფორმაციით, ნიჟარაძეს თანამდებობის დატოვება არ უნდა. ცვლილება ასახული არ არის არც საჯარო რეესტრში. ნიჟარაძემ რადიო თავისუფლების სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, ორგანიზაციაში კი აცხადებენ, რომ ხვალ ბრიფინგია ჩანიშნული.
რამდენიმე დღის წინ "სამართლიანმა არჩევნებმა", მედიაში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, განაცხადა, რომ პარალელური დათვლის დროს ფორმულაში შეცდომა დაუშვეს და რეალურად სხვა მონაცემები უნდა ყოფილიყო. მონაცემები "ქართული ოცნების" სასარგებლოდ შეიცვალა და ცესკოს შედეგებს მიუახლოვდა.