კორონავირუსის ახალი შტამების გამო განგაში აფერხებს აცრების პროცესს შობა-ახალი წლის დღეებში

ოფიციალური პირები მოუწოდებენ საზოგადოებას, ნუ შეიკრიბებიან ქრისტეშობისა და ახალი წლის დღეებში, რადგან კორონავირუსი კვლავ სწრაფად ვრცელდება მთელ მსოფლიოში, რის ფონზეც ვაქცინების გამოჩენა იმედს აძლევს ასეულ მილიონობით შეზღუდვაში მცხოვრებ ადამიანს.

ვირუსის დიდ ბრიტანეთში გამოვლენილ ახალ სახეობას, რომელიც ძალიან სწრაფად ვრცელდება, დაემატა ახალი სამხრეთ აფრიკაში მუტირებული შტამი, რომელიც ასევე ძალიან სწრაფად ვრცელდება, ვიდრე თავდაპირველი ვირუსი.

23 დეკემბერს ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ დაიწყო შერბილება მოგზაურობის შეზღუდვისა, რომელიც ნაჩქარევად დააწესეს ბრიტანეთთან იქ გავრცელებული სწრაფი გავრცელების თვისების მქონე ვირუსის შეკავების მიზნით. ახლა ბრიტანეთში ჩასულებისგან მხოლოდ ტესტის უარყოფით პასუხს მოითხოვენ.

23 დეკემბერს ბრიტანეთმა დააწესა სამხრეთი აფრიკიდან შესვლის შეზღუდვა, კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების გამო და ის ბოლო ქვეყანაა, რომელმაც ეს ზომა შემოიღო. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ შეინიშნება „შემაშფოთებელი გავრცელება კორონავირუსის შემთხვევებისა“, რომ ტესტების 26 პროცენტი დადებითია. ისევე, როგორც ბრიტანეთის შემთხვევაში, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ სამხრეთ აფრიკის ვარიანტი უფრო მომაკვდინებელია, ან უფრო მედეგია ვაქცინის მიმართ.

მართალია, ამ მუტანტი ვირუსის ეს შტამი ბრიტანეთშია კონცენტრირებული, ის მიკვლეული იქნა მცირე რაოდენობით სხვა ქვეყნებიც და ალბათ ჯერ არ არის აღმოჩენილი ყველგან. აშშ-ის წამყვანი ინფექციონისტი, ენტონი ფაუჩი თვლის, რომ თუმცა არ არსებობს ჯერ დასტური, საფიქრებელია, რომ ბრიტანეთში მუტირებული ვირუსი აშშ-შიც მოძრაობს.

გავრცელდა ცნობა, რომ მექსიკასა და კოსტა-რიკაში Pfizer-BioNTec-ის ვაქცინით პირველი აცრები გაკეთდება 24 დეკემბერს მას მერე, რაც ამ ქვეყნებმა, ერთი დღით ადრე მიიღეს ვაქცინების პარტია.