პირველი მოსმენით მიიღეს კანონპროექტი, რომლითაც პარტიას მანდატებზე უარის გამო დაფინანსება შეუწყდება

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი, რომლითაც პარტიებს, რომელთა დეპუტატებიც მანდატზე უარს იტყვიან, დაფინანსება შეუწყდებათ. საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილეს და დღესვე უყარეს კენჭი.

პარლამენტში არშესვლისა და მანდატებზე უარის თქმის შესახებ ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილების შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომლის მიხედვითაც ეს ოპოზიციური პარტიები დაფინანსებასაც ვერ მიიღებენ. პარტიები მიიჩნევენ, რომ ამით "ქართული ოცნება" ცდილობს, მათ პარლამენტში შესვლა აიძულოთ.

"ქართული ოცნების" წევრი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ოპოზიცია ყალბ ინფორმაციას ავრცელებს, როცა ამბობს, რომ მათი ბოიკოტის გამო მმართველმა პარტიამ მათთვის დაფინანსების შეწყვეტა გადაწყვიტა.

დღევანდელ სხდომაზე გადაწყდა, რომ საკითხს მეორე მოსმენით იმ დრომდე არ განიხილავენ, სანამ ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნა არ დაიდება.